„ცოცხალი წიგნები“ პანკისის ხეობაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლები პანკისის ხეობაში, დუისელ ახალგაზრდებს შეხვდნენ და საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. შეხვედრა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ მიწვევით გაიმართა. დუისის საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, ალბომები და ლიტერატურული ჟურნალები გადაეცა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას ათასამდე წიგნი ჩაუტანა. პროექტის „ცოცხალი წიგნების“ შემადგენლობაში ამჯერად იყვნენ: გიორგი არაბული, ბექა ქურხული, მიხეილ ღანიშაშვილი, ნინია სადღობელაშვილი, გიორგი საჯაია, პროექტის კოორდინატორი და პოეტი მარიამ წიკლაური, ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი და პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძე. „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში, სამხედრო ნაწილებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი სამსონაძე "მარტოობა - პროფესიის ნაწილი"
ცოცხალი წიგნები
ბესო ხვედელიძე "ნამასტე"
ცოცხალი წიგნები
კოტე ჯანდიერი "ფრაგმენტები"
ცოცხალი წიგნები
გაგა ნახუცრიშვილი "სადგურები"
ცოცხალი წიგნები
ლია სტურუას " ანაქრონიზმები "
ცოცხალი წიგნები
ლელა სამნიაშვილი "დირიჟაბლი"
ცოცხალი წიგნები
ბათუ დანელია "სევდის მაესტრო"
ცოცხალი წიგნები
ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
ცოცხალი წიგნები