მინისტრმა „ევრიმაჟის“ დელეგაციას ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
12 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ „ევრიმაჟის“ დირექტორს რობერტო ოლას და დელეგაციის სხვა წევრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს. წელს საქართველო „ევრიმაჟის“ რიგით 140-ე სამუშაო შეხვედრის მასპინძელია. სწორედ საქართველოში გადაწყდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ „ევრიმაჟში“ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტების დაფინანსების საკითხი. ევრიმაჟის ინიციატივით, ოფიციალურ მიღებაზე გაიმართა პროფესიული პანელ-დისკუსია თემაზე – ქალთა გენდერული საკითხი კინოში – ქართველი რეჟისორი ქალების ფენომენი, მათი პროფესიული გზა და შეხედულება გენდერულ თანასწორობაზე. პანელ-დისკუსიაში მონაწილეობდნენ რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, ქეთი მაჭავარიანი, რუსუდან ჭყონია. მოდერატორები: თამარ ტატიშვილი - ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი და სანია რავიჩი - ევრიმაჟში ხორვატიის წარმომადგენელი. 12-16 ოქტომბერს თბილისს ევრიმაჟის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრება; გაიმართება დახურული სესია, სადაც გადაწყდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ დროისთვის წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ ბერლინალეს დირექტორს უმასპინძლა
culturegovge culturegovge
ბერლინალეს დირექტორი საქართველოშია
culturegovge culturegovge
ბერლინალეს დირექტორის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წარდგენილია "ოქროს გლობუსის" ნომ...
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ნომინირებულია "ოსკარზე"
culturegovge culturegovge
"მანდარინები" ოსკარზე
culturegovge culturegovge