ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წარდგენილია "ოქროს გლობუსის" ნომინაციაზე - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" წარდგენილია "ოქროს გლობუსის" ნომინაციაზე - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ფილმი ესტონურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო. სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელზე, რომელიც ომის დროს თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045