მიხეილ გიორგაძემ ბერლინალეს დირექტორს უმასპინძლა
12 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს დიტერ კოსლიკს უმასპინძლა. შეხვედრას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი და ბერლინალეს კავკასიის რეგიონის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინიც ესწრებოდნენ. მხარეებმა ქართული ფილმების წარმატებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ბერლინალეს დირექტორი თბილისს 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს კინოცენტრის წარმომადგენლებთან. დიტერ კოსლიკი ბერლინალეს დირექტორის პოსტზე 2001 წელს დაინიშნა და დღეისთვის ის ევროპული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ბერლინალეს დირექტორი საქართველოშია
culturegovge culturegovge
ბერლინალეს დირექტორის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა
Maestro Television
მიხეილ გიორგაძემ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის მუზეუმი მოინახულა
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ საქართველოში უძველესი მეღვინეობის კერა მოინ...
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულ მოსწავლეებს...
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული თეატრი დაათვალიერა
culturegovge culturegovge