მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული თეატრი დაათვალიერა
19 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თელავის განახლებული ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა. განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრო, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი - რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე). http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში მიხეილ გიორგაძემ გახს...
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2014
culturegovge culturegovge
რეგიონების აღჭურვის პროექტი გრძელდება
culturegovge culturegovge
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
“ვეფხისტყაოსნის“ ებრაული თარგმანი და კონცერტი კონსერვატორიაშ...
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
„ცოცხალი წიგნების“ ბოლო ტური რეგიონებში სტუმრობა კახეთში
culturegovge culturegovge