მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2014

10/15/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

11ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა.
ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს წარუძღვება ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.
ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან