მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

09/22/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

22 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე უძღვებოდნენ. ღონისძიებას მევიოლინე თამაზ ბათიაშვილიც ესწრებოდა.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 10-18 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის - სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.





http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან