მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში მიხეილ გიორგაძემ გახსნა
11ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს წარუძღვება ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2014
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - 11-18 ოქტომბერი
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster