თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
18 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო. კონცერტში მონაწილეობდნენ ელისო ვირსალაძე (სოლისტი) და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - დირიჟორი არიელ ცუკერმანი. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და მორის რაველის ნაწარმოებები. თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. 2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის - სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 7 კონცერტი, გაიმართა საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს, ასევე, ქართულ პროფესიულ მუსიკას. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. 2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩეოდა. მონაწილე მუსიკოსებს შორის იყვნენ: ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი. კონცერტების პარალელურად, გაიმართა მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე ელისო ვირსალაძის მასტერკლასი თელავის მუსიკის საერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
კლასიკური მუსიკის ფესტივალი თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
#ახალიდღე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
თელავის მუსიკალური ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ტელეკომპანია თანამგზავრი