კლასიკური მუსიკის ფესტივალი თელავში
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში 12 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა. ფესტივალი 6 კონცერტს მოიცავს, რომლის უმეტესობა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება. იგი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალში მონაწილეობენ ასევე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი "იბერი". ორკესტრს მაესტრო არიელ ცუკმანი დირიჟორობს. ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და 20 ოქტომბერს დასრულდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/192Yj9d
მსგავსი ვიდეოები
"სიახლეები" მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
Artareatv
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2014
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში მიხეილ გიორგაძემ გახს...
culturegovge culturegovge
ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge