„არტ-გენი 2013" თელავში


ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი\", დღეს თელავს ეწვია. ფესტივალს წელს დასასვენებელმა პარკმა ნადიკვარმა უმასპინძლა, სადაც ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები მოეწყო. „არტ-გენს\" საფუძველი 2004 წელს როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის, იგივე ზუმბას, ინიციატივით ჩაეყარა. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნამუშევრების შეკრება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ფესტივალი თელავში დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას თელავის მუსიკალურ გუნდებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლებიც მიიღებენ. ფესტივალი წელს ქართულ პოლიფონიას და მრავალხმიანობის ტრადიციას ეძღვნება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1a54xIS

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან