„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა ზუგდიდში
ზუგდიდის არტ-გალერეაში ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა. ღონისძიებაზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ის დოკუმენტები, ხელნაწერები, წერილები და ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც საქართველოს ევროპასთან კავშირს ასახავს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თქმით, ღონისძიებას საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს და საჭიროა, რომ დამთვალიერებლემა ნახონ საქართველოს ევროპულ კულტურასთან კავშირის დამადასტურებელი ხელნაწერები. „ჩვენს ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი, თითქმის, 2000 წლიანი კავშირები აქვს ევროპასთან. საქართველოს ყოველთვის გრძნობდა თავს ევროპის ნაწილად. მათ შორის, სამეგრელოც და აქ წარმოდგენილი მისიონერების მოგზაურობასთან დაკავშირებული ხელნაწერები სწორედ ამ კუთხეს უკავშირდება“, - აღნიშნა აბაშიძემ. ღონისძიება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მიხეილ ხორავას სახელობის ზუგდიდის არტ გალერეის ორგანიზებით გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწნენ. გამოფენა ზუგდიდში 26 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება, რის შემდეგაც თელავში გადაინაცვლებს. მანამდე კი პროექტმა საქართველოს რამდენიმე კუთხე მოიარა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები” - საგარეო საქმეთა ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი / საქართველოს ევროპული...
საქართველოს ევროპული ისტორიის კიდევ ერთი უცნობი ამბავი - გიო...
TV IMEDI
ისტორიული გამარჯვება და გულშემატკივრების ემოციები
Formula News
საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები კატერინო ძენო
GEORGE KHUROSHVILI