მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასრულდა

20.10.2014 01:18

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ტრადიციულად, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. ფესტივალს წელს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა. 2014 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩეოდა – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო. ფესტივალის დახურვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა თელავი უკომენტაროდ დატოვა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1wruiMy

გაზიარება: