მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

02.10.2022 01:19

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა თელავში. ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, მასტერკლასებსა და საუბრებს მუსიკაზე. დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ელისო ვირსალაძე წარდგა. თეატრის ფოიეში მხატვარ დიმიტრი ანთაძის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა. ელისო ვირსალაძის მიერ, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: