„ცოცხალი წიგნების“ ბოლო ტური რეგიონებში სტუმრობა კახეთში
„ცოცხალი წიგნების“ სტუმრობა რეგიონებში სრულდება. 7-8-9 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალ წიგნებში“ მონაწილე მწერალთა ბოლო ჯგუფი კახეთს ესტუმრება. თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მაკა ჯოხაძე, თემურ ჩხეტიანი, სოსო მეშველიანი, მიშა ღანიშაშვილი, მაია სარიშვილი. მეგობარი მწერლის სტატუსით იქნებიან ნიკა ჯორჯანელი და შოთა იათაშვილი. ჯგუფს თან ახლავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური. „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცენდენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. განრიგი: 7 ოქტომბერი : ახმეტა - 14.00 სთ – ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული კლუბი; 16.00 სთ - ზემო ალვანის საკლუბო გაერთიანება; 8 ოქტომბერი; თელავი - 15.00 სთ - საბიბლიოთეკო გაერთიანება ან უნივერსიტეტის დარბაზი ; 9 ოქტომბერი; ყვარელი - 13.00 სთ - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი; 9 ოქტომბერი; ლაგოდეხი - 17.00 - მუსიკალური სკოლის დარბაზი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კამპანია „ცოცხალი წიგნები“ - ბოლო შეხვედრა კახეთში გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ღამის კომუნიკატორი" - როგორ გადავრჩეთ თბილისში? / SOS თბილი...
„ცოცხალი წიგნების“ სამტომეულის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ქეთევან დუმბაძე და თამარ მახარაძე პროექტ "ცოცხალი წიგნების"...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
პროექტის ,,ცოცხალი წიგნების ფარგლებში" გორში შეხედრა გაიმართ...
Trialeti TV
„ცოცხალი წიგნები“ პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
#ახალიდღე „ცოცხალი წიგნები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
culturegovge culturegovge