13 ნოემბერს, თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, „რეგიონების აღჭურვის პროექტის‘’ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.
მინისტრმა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ერთი კვირის წინ, ერეკლეობის დღესასწაულზე შეპირებული ჩელოებიც გადასცა რომელიც ჩელოს ახალშექმნილ კლასს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება.
„რეგიონების აღჭურვის პროექტის‘’ ფარგლებში, კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 5 ფოლკლორულ ანსამბლს გადაეცა სხვადასხვა სახეობის 40 ხალხური საკრავი, თელავის ორმა სამუსიკო სკოლამ კი საჩუქრად კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტები მიიღო. დედოფლისწყაროს, გურჯაანის და ახმეტის კულტურის ცენტრთან არსებულ საესტრადო ანსამბლებს საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები და აუდიოაპარატურა გადაეცათ. აუდიომუსიკალური აპარატურა მიიღო დუისის კულტურის სახლიც.
ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით წლის ბოლომდე აღიჭურვება სულ, 23 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 27 ფოლკლორული ანსამბლი. საესტრადო და კლასიკური მუსიკალური საკრავები, აგრეთვე მუსიკალური და ტექნიკური აპარატურა კი გადაეცემა 13 ქალაქის და მუნიციპალიტეტის 16 სამუსიკო-სახელოვნებო სკოლას, 8 მუნიციპალიტეტის 8 საესტრადო მუსიკალურ ჯგუფს და 2 მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს.
მიხეილ გიორგაძესთან ერთად რეგიონს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეც სტუმრობდა. მინისტრმა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას ერთობლივი სამომავლო გეგმებიც გააცნეს. მიხეილ გიორგაძის თქმით, 2015 წელს კახეთში ფოლკლორის ცენტრის ფილიალები გაიხსნება - ამჟამად უკვე მოქმედებს ფილიალი ყვარელში. 2016 წლამდე დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 20მდე ფილიალის გახსნა.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045