მინისტრის საჩუქარი რეგიონებს

28.11.2013 00:18

28 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, „რეგიონების აღჭურვის პროექტის" ფარგლებში, საქართველოს 22 მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სასწავლებლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. კულტურის სამინისტროსგან 19-მა სახელოვნებო სკოლამ მიიღო 32 ვიოლინო, 1 ჩელო, 9 ფლეიტა, 4 საყვირი, 2 კლასიკური გიტარა. ასევე, 8 საესტრადო-მუსიკალურ ჯგუფს გადაეცა საესტრადო-მუსიკალური ინსტრუმენტების სრული კომპლექტი და 2 მუსიკალური ცენტრი. ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების დირექტორები და მოსწავლეები. საქართველოს „რეგიონების აღჭურვის პროექტი" გრძელდება, რომლის ფარგლებშიც კულტურის სამინისტრომ საქართველოს რეგიონების 46 ფოლკლორული ანსამბლისათვის უკვე შეიძინა ხალხური მუსიკალური საკრავები: 47 სალამური, 37 ფანდური, 50 ქრომატიული ფანდური, 22 ბანი ფანდური, 37 ჩონგური, 27 დოლი, 8 დიპლიპიტო, 7 ჭუნირი, 3 ჭიანური, 4 ჩანგი, 5 დუდუკი, 1 გუდასტვირი, 6 ჭიბონი, რომლებიც ხალხურ ანსამბლებს ეტაპობრივად გადაეცემათ. „რეგიონების აღჭურვის პროექტი" საქართველოს რეგიონებში კლასიკური, საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის ამღლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: