მიხეილ გიორგაძემ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
16 ივლისს, სამხატვრო აკადემიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებს შორის არიან აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამედალიევა, ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი ჩინგიზ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორი ომარ ელდაროვი და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი სალხაბ მამედოვი. ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და „კომპანია“ სოკარის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის საგანძური - XIX- XX საუკუნის 40-60-იანი წლების ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები (გ.გაბაშვილი, ე.ახვლედიანი, მ.თოიძე, შ.აბრამიშვილი, თ.აბრამიშვილი, დ.ხახუტაშვილი, ზ.სამხარაძე, დ.გაბიტაშვილი, ასევე ლუიჯი ლონგო, ვლადიმერ მაკოვსი, ტუაევი, აბაროვი, არზალეევი, ყურბანოვი, სეიფადოვი.) ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორისა და პროფესორებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდებების მინიჭება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რეგიონული კონფერენცია - ვიზიტი დუშეთში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
culturegovge culturegovge
იმერეთის "თეატრალური ფესტივალი 2017" დასრულდა
culturegovge culturegovge
შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე ბაქოში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს...
culturegovge culturegovge
სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა
culturegovge culturegovge