სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა

20.07.2015 01:05

20 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ინტერაქტიული ისტორიულ-გეორგაფიული რუკისა და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა http://maps.nekeri.net, სადაც დატანილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრებში არსებული 102 უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის სრული დოკუმენტირებული სახე. ყოველი ძეგლის აღწერა მოიცავს მრავალცენტრიან სფერულ პანორამულ ფოტო სახეს, მდიდარ, სათანადოდ სისტემატიზებულ ფოტოგალერეას (ზოგადი ხედების, დეტალების, ფრესკების, წარწერების, დეკორატიული მორთულობების ამსახველ ფოტომასალას), არქიტექტურულ ანაზომებს, ნახაზებსა და მოკლე საინფორმაციო ტექსტურ ნაწილს. ელექტრონულ ბაზაში ატვირთულია ძეგლების 760 სფერული პანორამული ფოტოსახე და 16 000-მდე ფერადი ფოტო კადრი. ვებ-გვერდზე განთავსებულია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მომხმარებელი, ასევე, გაეცნობა ახლადაღმოჩენილ ძეგლებს: აქამდე სრულიად უცნობ კლდეში ნაკვეთ ქალაქს „ნოქალაქოის“, კლდეში ნაკვეთი ეკლესიითურთ (ერუშეთი), საფორტიფიკაციო ძეგლს „ფერდანინ კალე“ (ტაო) და ასევე სრულიად უცნობ ტაძრებს: „ოქრობაგეთი“ (შავშეთი), „რუსდანკალმა“ (ოლთისი), „ბიდეიზი“ (საინგილო), „სედვი მეორე“ (ლორე) და „არსენისეული მეორე“, რომელიც ტაოს მხარის დიდებულ ოთხთა ეკლესიასთან ახლოს, არსენისეული ეკლესიის უშუალო მახლობლობაში მდებარეობს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media  შალვა პაპუაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს

სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი
09:07

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი

Giorgi Kvirikashvili

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი
01:58

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
05:46

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამხრეთ კავკასიის პირველი კონფერენცია - ბავშვთა ნევროლოგიაში -  იმედი
00:51

სამხრეთ კავკასიის პირველი კონფერენცია - ბავშვთა ნევროლოგიაში...

Vian

სამხრეთ კავკასიის მილსადენები - საქართველო გლობალურ ენერგოპოლიტიკაში
03:40

სამხრეთ კავკასიის მილსადენები - საქართველო გლობალურ ენერგოპო...

My World / GFSIS

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი თბილისში
06:21

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიკა და ისტორიული ტრადიცია
09:10

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიკა და ისტორიული ტრადიცია

GCSSI Ceorgia Caucasus Strategic Studies Institute

ყველა ვიდეო