მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბაქოში გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის მეშვიდე გლობალური ფორუმს ესწრება, რომლის მთავარი თემა ინკლუზიურ საზოგადოებაში თანაცხოვრობაა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. მომხსენებელთა შორის არიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი ნასის აბდულაზიზ ალ ნასერი. ფორუმს 140 ქვეყნის დელეგატი ესწრება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებას. ფორუმზე ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა სიძულვილის ენა, ქალთა როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიის პროცესში. ფორუმის ფარგლებში, რეგიონულ ენეგეტიკულ პროექტებში მონაწილე ქვეყნებთან ერთად შემუშავდება სახელმწიფოთა დაახლოების პროგრამა, რომელიც ამ ქვეყნებს შორის კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მოაწერენ. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება ინტერკულტურული ინოვაციური კონკურსის გამარჯვებული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე. ისინი დაგეგმილ სესიებში იღებენ მონაწილეობას. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში 28.04.2016
Tv Dia
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
culturegovge culturegovge
შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
culturegovge culturegovge
სამუშაო ვიზიტი სომხეთში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ნინოწმინდაში - კინოკლუბის გახსნა
culturegovge culturegovge