სამუშაო ვიზიტი სომხეთში
10-13 ივლისს ქართული დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძემ მოადგილესთან ლევან ხარატიშვილთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ქობაირი, ოძუნი, აგრეთვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: ზვარტნოცი, ეჩმიაძინი და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ერევანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძე კოლეგას, სომხეთის კულტურის მინისტრს ჰასმიკ პოღოსიანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა ასევე, მონაწილეობა მიიღო რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციაში - „კულტურის პოლიტიკა, პოლიტიკა კულტურისთვის“. მიხეილ გიორგაძემ, კონფერენციის მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ გიორგაძემ კულტურის როლის შესახებ მდგრადი განვითარების საკითხებში და ასევე, საქართველოში კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესზე ისაუბრა. 2015 წლის კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში („კულტურის როლი მდგრადი განვითარების საკითებში 2015 წლის შემდგომ პერიოდში.“) კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის პოლიტიკის განვითარების საკითხში, იუნესკოს სტანდარტების შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რათა სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა სწორი მიმართულებით წარიმართოს; მოხდეს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების განათლების ამაღლება და მათი როლის გაზრდა მდგრადი განვითარების საკითხებში. კონფერენცია სომხეთის დედაქალაქში იუნესკოს დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პრემიერის ვიზიტი სომხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის...
Georgian Government
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერის ვიზიტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge