ვიზიტი აჭარაში

04/11/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

6 9 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი „რეგიონების კულტურის მხარდაჭერის\" პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით აჭარის რეგიონში იმყოფებოდნენ. გაიმართა შეხვედრები აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან.

4 დღის განმავლობაში აჭარში გამართულ კონცერტებში, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლების ასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საანგარიშო კონცერტებით წარდგნენ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა-თერთმეტწლედის, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელოვნებო სამუსიკო სკოლისა და ქობულეთის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.

სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის რეგიონში იმყოფებოდა ტრიო „სემპრე\" - ვიოლინო- ლელა მჭედლიძე, ფორტეპიანო- თამარ ლიჩელი და ვიოლონჩელო - ჰაიკ ბაბაიანი (სომხეთი). მუსიკოსებმა გამართეს კონცერტები და ჩაატარეს მასტერკლესები სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი დაესწრნენ ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ პრემიერას; წარმოდგენილი იქნა გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური\".
რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან