მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება
27 თებერვალს, ბათუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა უმასპინძლა. კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მიხეილ გიორგაძეს თავამაიშვილმა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნები და კატალოგები გადასცა. მიხეილ გიორგაძის ბათუმში გასვლითი სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს, 28 თებერვალს, სატუმრო „შერატონში“ დაგეგმილი სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, ასევე „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია წარმოადგენს. ვიზიტის ფარლებში მინისტრი ასევე , საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილეებსა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „საქართველოს მატიანე“
culturegovge culturegovge
სამუშაო ვიზიტი სომხეთში
culturegovge culturegovge
ბერლინალეს დირექტორის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძემ ბერლინალეს დირექტორს უმასპინძლა
culturegovge culturegovge
საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი საქართველო...
culturegovge culturegovge
ბერლინალეს დირექტორი საქართველოშია
culturegovge culturegovge
შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge