საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი საქართველოს კონსულტანტი იქნება

05.03.2015 01:09

5 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორმა ბეატრის დე პასტრიმ და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მხარეებმა საზოგადოებას თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები გააცნეს. საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია კინომემკვიდრეობის დაცვის სფეროში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება, საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილმსაცავის აშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სრულყოფილი საინფორმაციო ციფრული ბაზის შექმნა. პროექტის საბოლოო მიზანია როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კინომემკვიდრეობის დაბრუნება, ასევე ადგილზე არსებული კინოკოლექციების აღრიცხვა, დაცვა და რესტავრაცია. საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი ამ საკითხებში საქართველოს კონსულტანტი იქნება. საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით იმყოფება. ბეატრის დე პასტრის მოვალეობაში შედის საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის არქივში არსებული 100 000-მდე ფილმის მართვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი: შეგროვება, კონსერვაცია, აღრიცხვა, რესტავრაცია, გამდიდრება. იგი იყო საფრანგეთის კინობიბლიოთეკებისა და ფილმების არქივების ფედერაციის პრეზიდენტი. მან მოახდინა კინემათეკის ფონდის ინვენტარიზაცია, კატალოგაჟი და აღწერა (1925 წლიდან შეგროვილი 10,000 ფოტოგრაფიული ნაწარმოები და 4000 ფილმი) და დაიწყო ფოტოგრაფიული კოლექციების დიგიტალიზაცია. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტი
04:28

კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ფუტკრის დაცემა“ მონპელიეს ფესტივალზე
02:44

„ფუტკრის დაცემა“ მონპელიეს ფესტივალზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უარყოფითი რიცხვები“ - მზადება პრემიერისთვის
03:36

„უარყოფითი რიცხვები“ - მზადება პრემიერისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი - პრესკონფერენცია
01:39

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი - პრესკონფერენცია

culturegovge culturegovge

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილები

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

საფრანგეთის ქუჩაში  მიტოვებული ქართველების მონახულება
02:38

საფრანგეთის ქუჩაში მიტოვებული ქართველების მონახულება

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

საფრანგეთის \"ვოისის\" აღმოჩენა, ნატალია სტუმრად მედიაჰოლდინგ ფორტუნაში
02:36

საფრანგეთის "ვოისის" აღმოჩენა, ნატალია სტუმრად მედიაჰოლდინგ...

Music Box

საფრანგეთის ქართული ემიგრაცია და მათი ახალგაზრდა შთამომავლები იმედის კვირის რეპორტაჟში
09:57

საფრანგეთის ქართული ემიგრაცია და მათი ახალგაზრდა შთამომავლებ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო