თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი - პრესკონფერენცია
24 ნოემბერს, სასტუმროში ''RoomsHotel თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ქალაქ თბილისის მერიის მოადგილე ნინა ხატისკაცი,საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნანა დოლიძე, კინოფესტივალის დირექტორები - გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი კონსტანტინე ჩლაიძე. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos”(პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს. თითოეული მათგანი არსებულ გლობალურ და ლოკალურ დაძაბულობებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებთან ურთიერთობის სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება. 28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება. თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელიკინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესორეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე - გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე. წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესოდოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან. თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს 19:00 საათზე ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი
კომუნიკატორი / C სტუდია
"პიკის საათი" 01.12.16 თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტი...
Georgian Public Radio
C სტუდია - ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელი / თბილისის მე-17 საე...
28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, მე-17 საერთაშორისო კინოფე...
Tbilisi City Hall Presscentre
თბილისის საერთაშორისო მე-17 კინოფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის რიგით მე-17 კინოფესტივალი
შუადღე GDS / shuadge GDS
ჯანკარლო ჯანინი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების ვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster