ჯანკარლო ჯანინი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი, ლეგენდარული იტალიელი კინომსახიობი ჯანკარლო ჯანინი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, რომის კინოფესტივალის პრეზიდენტი ადრიანო პინტალდი, კინო ოპერატორი ნათია ჯაფარიძე, ფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე და ფესტივალის კოორდინატორი ნათია ტრაპაიძე. თბილისის 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის "მსახიობი ფოკუსში" საპატიო სტუმარი არის ჯანკარლო ჯანინი, მსოფლიო კინოს იტალიელი ვარსკვლავი, რომელმაც თითქმის ყველა მთავარი როლი ითამაშა გამოჩენილი რეჟისორის, ლინა ვერტმიულერის ფილმებში (მათ შორისაა ოსკარზე ნომინირებული „შვიდი ლამაზმანი" და კანის ფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზის მფლობელი „სიყვარული და ანარქია"). თბილისის მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი ფილმი ჯანკარლო ჯანინის მონაწილეობით: ლუკინო ვისკონტის უკანასკნელი ფილმი „უდანაშაულო" და ლინა ვერტმიულერის ფილმები -- „სიყვარული და ანარქია", „შვიდი ლამაზმანი" და „გარიყული". დამატებითი ინფორმაციის მოძიება ფესტივალის შეხახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.tbilisifilmfestival.ge http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
თბილისის კინოფესტივალის დახურვა
Music Box
ჯანკარლო მორელი | ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარ...
შუადღე GDS / shuadge GDS
პროექტი „ოპერა რეგიონებში“ იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისი ინდუსტრიული ქალაქის სტატუსს იბრუნებს
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი