მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

13.11.2015 01:44

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ესტონეთის კულტურის მინისტრთან ინდრეკ საართან და ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლაინე რანდიარვისთან. შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ესწრებოდა. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივ, უკვე განხოციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო ტალინის კინოფესტივალს, რომლის ფოკუს ქვეყანაც წელს საქართველოა. კინოფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმით „ჩემი ბებია“ დღეს საღამოს გაიხსნება. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: