კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში-მიხეილ გიორგაძე თურქ კოლეგას შეხვდა

03/04/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ.
თანამშრომლობის ახალი ფორმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.




http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან