მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფაზ გარაევს შეხვდა, ასევე მონაწილეობა მიიღო კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმში, რომელიც ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით იმართება. ფორუმის მთავარი თემაა „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობს. კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, იმართება მინისტერიალიც, რომელშიც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრია ჩართული. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები. კულტურათაშორისი დიალოგის რიგით მესამე მსოფლიო ფორუმი ცნობილია „ბაქოს პროცესის“ სახელწოდებით. იგი წარმოადგენს ღია პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ კულტურის სფეროში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ეწყობა დისკუსიებიც - ფორუმში მონაწილე მხარეები საუბრობენ გლობალიზაციის პროცესში საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე. აზერბაიჯანმა პირველ მსოფლიო ფორუმს კულტურათაშორისო დიალოგის შესახებ, 2011 წელს უმასპინძლა - ფორუმი ემსახურება სხვადასხვა ერის კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას, ურთიერთგაგებას, ადამიანთა უფლებების დაცვაზე ზრუნვას, სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის, ასევე რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას და სამომავლო თანამშრომლობას. ღონისძიების ორგანიზატორია აზერბაიჯანის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით (იუნესკო (UNESCO), გაეროს ცივილიზაციების ალიანსი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), ევროპის საბჭო და ისლამური ქვეყნების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (ISESCO)). http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
სამუშაო ვიზიტი სომხეთში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში-მიხეილ გიორგაძე თურქ კოლე...
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი თურქეთში - მიხეილ გიორგაძე თურქ კოლეგას შეხ...
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში
culturegovge culturegovge