მინისტრის ვიზიტი ნინოწმინდაში - კინოკლუბის გახსნა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება. 6 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე ნინოწმინდას ეწვივნენ და კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი საზეიმოდ გახსნეს. მიხეილ გიორგაძეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ნინოწმინდის გამგებელმა უმასპინძლეს. ღონისძიებას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ორგანიზატორები დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ ბავშვებს გასართობი შოუ შესთავაზეს და ახალგახსნილ კინოკლუბში სპეციალურად მათთვის დამონტაჟებულ ანიმაციური ფილმების კოლაჟი წარმოადგინეს. ნინოწმინდაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორულ ანსამბლებს, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხალხური მუსიკალური საკრავები გადასცა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონების კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ქვეყნის 24 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტი უკვე აღიჭურვა ახალი ტექნიკით. შედეგად გაიხსნა არაერთი კინოკლუბი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პრემიერმა ნიკორწმინდაში ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრის ვიზიტი ხარაგაულში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ქუთაისში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ვანის რაიონში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი სიღნაღში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი სვანეთში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ვანის რაიონში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ცაგერისა და ლენტეხის რეგიონებში
culturegovge culturegovge