მიხეილ გიორგაძე ბაქოში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
05/19/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ბაქოში გაიმართა. აზერბაიჯანის კონსერვატორიაში გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.
მიხეილ გიორგაძე ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით იმართება. ფორუმის მთავარი თემაა „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობს. კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე მინისტერიალსაც დაესწრება, რომელშიც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრია ჩართული. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045