რეგიონული კონფერენცია - ვიზიტი დუშეთში
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გრძელდება. კონფერენციის ფარგლებში, 18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) კულტურის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, COMUS-ის პროექტში ჩართული ისტორიული ქალაქების მერები და უცხოელი ჟურნალისტები დუშეთს ესტუმრნენ და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. სტუმრებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა უმსაპინძლა. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ანანურის კომპლექსი, დაათვალიერეს დუშეთის ძველი ქუჩები, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ძველი ბულვარი და ჭილაშვილების ისტორიული სასახლე. სტუმრები, ასევე რესტავრირებული ძველი სამუსიკო სკოლის გახსნის ცერემონიასაც დაესწრნენ. ¹COMUS („თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისთვის“) – პროექტის მიზანია შემუშავდეს ურბანული განვითარების სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ისტორიულ ქალაქებში, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოხდება კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მდებარე ისტორიული ქალაქებში. COMUS-ის პროექტის საპილოტე ქალაქები საქართველოში დუშეთი და ჭიათურაა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზიტი კიევში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
24.09.14. თენგიზ შერგელაშვილი კიევში გაემგზავრა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელი სენატორების ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის ტურნე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster