"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
07/12/2017
12 ივლისი, 2017
•უშიშროების საბჭოს მდივანი საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ჩავიდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
•რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ამ საკითხზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდება.
•,,საფრანგეთისა და ყველა ჩემი მეგობრის მხარდაჭერა კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება მაშინ, როცა ჩვენ წინაშე დგას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.”- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
•საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
•ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შეჩერების მოთხოვნით მმართველ გუნდს მიმართავს.
•მოძრაობა ,,დაიცავი კონსტიტუციის” წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავენ. მოძრაობის წევრები გეგმავენ, მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსენსუსი არ ექნებათ.
•არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დღეს კონფერენცია გაიმართება.
•პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბავშვის უფლებების კოდექსთან დაკავშირებით დიალოგი გახსნა.
•თბილისის მერობისათვის ალეკო ელისაშვილი იბრძოლებს. Mმერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ოფიციალურად გუშინ გუდიაშვილის ბაღში წარადგინეს.
•არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები დღეს მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გაიმართება.
•,,ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია სამგორის რაიონში გამართა და მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჟღენტი წარუდგინა.
•შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, Dდონალდ ტრამპ უმცროსი სოციალურ ქსელში იმ მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც რუს ადვოკატთან შეხვედრამდე, ბრიტანელ შუამავალ რობ გოლდსტოუნთან ჰქონდა.
•თეთრი სახლი პარიზში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც 14-15 ივლისს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, ბასტილიის აღების დღეს გაიმართება.
•ირანის გავლენა და ძალა რეგიონში იზრდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
•თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, არსებული გვირაბებისა და ისტორიული გალავნის სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით მულტიდისციპლინური კვლევები დაიწყო.
•დილიდან სამზადისია ანაკლიაში, სადაც, დღეს 5 დღიანი, პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დაიწყება. გახსნის ცერემონიალი ანაკლიის ცენტრალურ ბულვარში 17 საათზეა დაგეგმილი. ფესტივალზე 50-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი.
•ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მთელი საქართველოს მაშტაბით ყოველწლიური სოციალური ჭრების ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა- რეაბილიტაცია დაიწყო.
•მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და გადაუდებელი დახმარების ოპერტიული ცენტრის ოპერატორი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის დაჯილდოვდნენ.
•მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, მოციქული პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს.