"მანდარინები" ოსკარზე
„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი უკვე საქართველოშია. ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ. კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის - „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე’’ ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს მინისტრის სახელით სიმბოლური საჩუქარი - დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა. ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ესტონურ - ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"მანდარინები" ოსკარზე და ჩაძინებული მიშა მესხი
Nata Kajaia
ქართული კინოს წარმატება - "მანდარინები" ოსკარზე
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარზე
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ესტონეთმა ოსკარზე წარადგინა
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ნომინირებულია "ოსკარზე"
culturegovge culturegovge
აქცია „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ მხარდასაჭ...
culturegovge culturegovge
ოსკარზე მიმავალი ქართველი მსხიობები სტამბოლის აეროპორტში ჩარ...
Music Box
„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა უ...
culturegovge culturegovge