„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე თბილისშია
„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი უკვე საქართველოშია. ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ. კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის - „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე’’ ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს მინისტრის სახელით სიმბოლური საჩუქარი - დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა. ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ესტონურ - ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"მანდარინები" ოსკარზე
culturegovge culturegovge
აქცია „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ მხარდასაჭ...
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ნომინირებულია "ოსკარზე"
culturegovge culturegovge
ჩაპი - 5 მარტიდან (ტრეილერი #2)
kinoafisha. ge
ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმის რეჟისორის ინტერვიუ „მოამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დოსიე 2006 წელს ოსკარზე ნომინირებული ფილმი „იესოს ბანაკი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ამერიკელი სნაიპერი" და ჰოლივუდის რეაქცია
ამერიკის ხმა
დიდი აფიორა ✪ უნდა ნახო აქ!
Cavea Cinemas ✪ კინოთეატრები კავეა