პერფორმანსი ქალების ხმა
ეს უჩვეულო პერფორმანსი კანცელარიის წინ მოეწყო. თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის - როლის და ფუნქციის აღწერა და ამ როლის გაპროტესტება - ეს იყო პერფორმანსის მიზანი, რომელიც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მოეწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ფემიციდი და ოჯახში ძალადობა რეალურ პრობლემად ეღიარებინა. მათი თქმით იმისათვის, რომ მსგავსმა შემთხვევებმა საზოგადოებაში მეტი რეზონანსი გამოიწვიოს, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან, ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს გამოცხადებული. არსებული მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოში 23 ქალი მოკლეს. უფრო მეტზე განხორციელდა ფიზიკური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. აქცია, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი დასრულებისას, მონაწილეებმა, ქვაბები, თავსაფრები და კოვზები, სიმბოლურად, კანცელარიის შესასვლელთან დააწყვეს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
აქცია-პერფორმანსი ათონელის რეზიდენციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თანასწორობა გვჭირდება“ - კამპანია ქალების ეკონომიკური გაძლი...
Radio Atinati
“ევექსი ჰოსპიტლებმა” კოვიდინფიცირებულ ბავშვებს პერფორმანსი მ...
Business Media Georgia
ზუგდიდში ქალთა დღე პერფორმანსით აღნიშნეს
Radio Atinati
"თანასწორობა გვჭირდება"- სოციალური კამპანია ქალთა ეკონომიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ის, რაც გუგლში არ იძებნება“ - ნიკოლოზ წულუკიძის პერფორმანსი...
TV IMEDI
უტა ბექაია და მოძრაობის თეატრი - ფუა სია ტატა სია
Artareatv
ქალები ფემიციდის წინააღმდეგ!
TV Formula