უტა ბექაია და მოძრაობის თეატრი - ფუა სია ტატა სია

04/17/2015
Artareatv-ის მიერ

ფუა სია ტატა სია” დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი სამეგრელოს წარმართული რიტუალების შესწავლას ეძღვნება. პერფორმანსი ეფუძნება განწმენდის ცერემონიას, რომელიც სრულდებოდა ადამიანის სხეულში მომეტებული მუხტისგან გამოწვეული დაავადებების დროს. რიტუალი სამი ელემენტის დახმარებით ხორციელდებოდა, ესენია: წყალი, ოქრო და გიშერი, რომლებიც ბნელი ენერგიის გამწოვებად აღიქმებოდა. რიტუალის დროს ექიმბაში ქალი ხდება მედიუმი პაციენტსა და სამყაროს შორის და საკუთარი სხეულის მეშვეობით პაციენტს ბნელი ენერგიისგან ათავისუფლებს. მეგრულ ენაზე წარმოთქმული შელოცვები, რომლებიც ამ რიტუალების დროს გამოიყენებოდა, თაობებს ძირითადად ქალების მეშვეობით ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ეს ინსტალაცია უტა ბექაიას პირად გამოცდილებაზეა დამყარებული და მის ბებიას, ნორა მასხულიას ეძღვნება.
http://artarea.tv