ნათია გვიანიშვილი
გენდერული თემატიკა, ქალთა საკითხები, უმცირესობების უფლებები.. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც ნათია გვიანიშვილი მუშაობს. ამ სფეროებით ის რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. ნათია ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტია. ჯგუფი ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. მათი ორგანიზებით რამდენიმე აქციაც განხორციელდა. ჯგუფში 30-მდე აქტიური წევრია. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანთა პირველი ერთობლივი აქტივობა აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ, 2011 წელს შედგა. დღეს ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. საქართველოში მოქმედებს გენერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის კანონი. მიუხედავად ამისა, ნათია მიიჩნევს, რომ ქალთა მდგომარეობის კუთხით, მიღწეული შედეგების ხარჯზე, სხვა პრობლემების დაფარვა ხდება. მისი აზრით, გენდერული აღზრდა ბავშვებმა სკოლიდან უნდა დაიწყონ. ფემინსტთა ჯგუფი, გენდერულ საკითხთა საკანონმდებლო დონეზე განხილვა, დისკუსია ამ თემაზე.. ეს ის აქტივობებია, რომლებიც ბოლო პერიოდში გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ნათია მიიჩნევს, რომ დისკუსიას მიღმა ამ საკითხების მოსაგვარებლად,პოლიტიკური ნება უნდა არსეობდეს. მისი აზრით, ქალთა ორგანიზაციებმა ხმა მეტად უნდა აიმაღლონ. ცოტა ხნის წინ, ნათია გვიანიშვილმა, ამერიკის საელჩოსგან საქართველოში, სახალხო კრიტიკის მიუხედავად ლგბტ საზოგადოების ადვოკატირებისათვის, სპეციალური ჯილდო მიიღო. ის 17 მაისის მოვლენებზეც საუბრობს. ნათია გვიანიშვილი საქართველოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტია. ამჟამად კვლევაზე მუშაობს, რომელიც ინტერნალიზებულ ჰომოფობიას შეეხება. მუშაობა ახალი დაწყებული აქვს. მის დასრულებას დეკემბრისთვის გეგმავს. მიაჩნია, რომ კვლევები ყველაზე საინტერესო საქმიანობა, რადგან ისინი გვაძლევენ არგუმენტებს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
ნათია გვიანიშვილი ფემინისტურ ფესტივალზე
ქალთა ფონდი საქართველოში
თვის მონაწილე ნათია გვიანიშვილი - ქალთა ინიციატივების მხარდა...
U.S. Embassy Georgia
პეპი გრძელიწინდა და ნარნიას დედოფალი - ნათია გვიანიშვილის პო...
ფემინსტრიმი/Feminstream
ქართველი ქალი მწერლების სრული სამზარეულო - ნათია გვიანიშვილი...
ფემინსტრიმი/Feminstream
პოლიტიკაshe - 2016 წლის 8 მარტის დოკუმენტური ფილმი
Georgian Women's Movement
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია გვიანიშვილთან
რადიო თავისუფლება
მხევლის მარცხენა ხელი - ნათქია გვიანიშვილის პოდკასტი
ფემინსტრიმი/Feminstream
ხელნაკეთი ნივთები - მინის ქილა / xelnaketi nivtebi
ნათია