ლიდერთა სკოლის გამოშვება
დიდუბე პლაზაში ლიდერთა სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამა, რომელიც UNDP-ის ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოს წევრმა 94-მა ქალმა დახურა. ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები და არჩევნითი მოხელის საბაზისო უნარები, როგორ მოვახდინოთ გავლენა ძალაუფლების გამოყენების გარეშე, საკვანძო სტრატეგიები და პრიორიტეტული განვითარება, საარჩევნო ტენქოლოგიები. ლიდერთა სკოლის პროგრამა ამ ოთხი მოდულისაგან შედგება. პროგრამა სულ 94-მა ქალმა დახურა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქედან, 42 მათგანი კურსებს ინტენსიურად ესწრებოდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრთან საუბარში, ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები იმ უნარებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც პროგრამამ შესძინათ. გაეროს ერთობლივი პროგრამა, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში", შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ღონისძიებას ორგანიზაცია სიდას გენერალური დირექტორის მოადგილე, ელზა ჰასტადიც ესწრებოდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა და შვედეთის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ელსა ჰასტადმა გადასცეს. ლიდერთა სკოლა საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეფექტურობიდან გამომდინარე, კურსის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
ლიდერთა სკოლის დებატები
guriatv
ლიდერთა სკოლის პროგრამის პრეზენტაცია
guriatv
ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულების გაცილება
guriatv
,,ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები ბაკურიანში გაემგზავრნენ
TV 25
ტრენინგი ლიდერთა სკოლის მონაწილეებისთვის
Fund Sokhumi
Cold House - 2012 Year
TheMifasifilm
გურიის ახალი ამბები – ლიდერთა სკოლის მოსწავლეების საჯარო დებ...
guriatv
კახა ჩავლეიშვილის შეხვედრა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან
guriatv