აბორტების შესახებ
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი - ამ თემაზე საუბარი ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლემ, საზოგადოების დიდ ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სტატისტიკური მონაცემებით სელექციური აბორტების რიცხვი დიდია. მათი უმეტესობა მდედრობით სქესზე მოდის. როგორც ექიმები ამბობენ, მიზეზი მენტალიტეტია. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ აბორტების აკრძალვაზე მეტად, პრობლემას, ჩასახვის საწინააღმდეგო მექანიზმებზე, ადამიანების ინფორმირებულობა მოაგვარებს. აბორტების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობდა, თუმცა უმეტესობამ მასზე უარი თქვა. ექიმები ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში, სავალალო შედეგები დიდია, რადგან ადამიანთა უმეტესობა, არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად, არალეგალურ გზებს მიმართავს. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს აბორტის კრიმინალიზაციამ და რა სახის გართულებებია მოსალოდნელი ნაყოფის არაჰოსპიტალურ გარემოში მოშორებისას, ამ თემაზე კომენტარი გინეკოლოგ მაია ჯანელიძეს ვთხოვეთ. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსით, 135 ქვეყანას შორის, 86-ე ადგილზეა. ჩვენ ჩამოვრჩებით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უზბეკეთი, განა, ტანზანია და ნიკარაგუა. საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს სელექციური აბორტის კუთხითაც. როგორც გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, პრობლემის აღმოფხვრა, სკოლის ასაკშივე, თავდაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებით უნდა დაიწყოს. მათი შეფასებით, პროცესი გრძელვადიანი, თუმცა ეფექტური იქნება. სიუჟეტი მომზადდა პროექტის „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის გავითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ. სიუჟეტში გამოხატული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პოზიციას. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
მამა თეოდორე გადაცემა „განთიადში" აბორტების შესახებ (27.03.2...
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
IDFI-ს თავმჯდომარე აბორტების სტატისტიკის შესახებ. "საქმიანი...
IDFI Georgia
რა საფრთხეებს აგვაცილებს ადრეულ ასაკში სექსუალური განათლების...
TV IMEDI
აბორტის შესახებ. მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი.
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი
აბორტის შესახებ საუბრობს - მედიცინის დოქტორი, ექიმი ვერიკო...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
აბორტის შესახებ
მართლმადიდებლური ვიდეოები
რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ? (სუბტიტრებით)
ექიმები საზოგადოებისთვის
ქუთაისელები უკანონო აბორტის შესახებ
GIO PRO