რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ? (სუბტიტრებით)

24.08.2020 14:19

„ექიმები საზოგადოებისთვის“ წარმოგიდგენთ საგანმანათლებო ვიდეო-რგოლების სერიას "სქესობრივი განათლება და მასთან დაკავშირებული ქალთა უფლებები". წინამდებარე ვიდეო რგოლის თემაა აბორტი (სპონტანური და ხელოვნური).
ვიდეოში განხილულია შემდეგი საკითხები:
- აბორტის სახეები (სპონტანური და ხელოვნური)
- რა იწვევს სპონტანურ აბორტს ("მუცლის მოშლას")?
- როდის მივიტანოთ ეჭვი სპონტანურ აბორტზე?
- საჭიროა თუ არა რაიმე სამედიცინო ჩარევა სპონტანური აბორტის შემთხვევაში?
- რა ხდება ქალის ორგანიზმში აბორტის შემდეგ?
- როგორი არის კანონმდებლობა ხელოვნურ აბორტთან მიმართებაში?
- რა არის ხელოვნური აბორტი?
- ხელოვნური აბორტის რა მეთოდები არსებობს?
- რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას აბორტის პროცედურის შემდგომ?

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

სუბტიტრების სანახავად ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩართეთ ტიტრები "CC" (subtitles/closed captions)

ვიდეო დაამზადა #OdeliaStudio #ოდელიასტუდიო

გაზიარება:
Compania