ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ

12.04.2017 01:46

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით კომისიის სამი წევრი დაიკითხა. ყოფილმა საჯარო მოხელემ ალიოშა ალანიამ გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას ნეპოტიზმში დასდო ბრალი და უთხრა, რომ ოქტომბრისა და დავითიანის გამგებლებად მან საკუთარი ახლობლები მიიყვანა. წოწერიამ კი ბრალდება უარყო და ალანია სიცრუეში დაანაშაულა. „ბიძაჩემმაც და ეკატერინე აბაკელიამაც, რომელიც ჩემი ახლობელი არ არის, თქვენგან განსხვავებით, წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. თქვენ კი უკვე ორჯერ ჩაიჭერით“ , - მიმართა პროცესზე წოწერიამ ყოფილ გამგებელს. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, წოწერიას განმარტებით, მან თითოეული მათგანი გაცემული პასუხებისა და შესრულებული წერითი დავალებების მიხედვით შეაფასა. გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა, რომ მას ატესტაციაში მონაწილეთთვის კითხვები არ დაუსვამს, მანვე გამარტა, რომ სხდომა მხოლოდ მაშინ დატოვა რამდენიმე წუთით, როდესაც გასაუბრებაზე მისი ძმა შემოვიდა. რაც შეეხება ბეტონის ქარხანაში, ყოფილი გამგებლების მტკიცებით, გამართულ შეხვედრას, ჭეჟიამ ადგილზე ყოფნის ფაქტი კატეგორიულად უარყო. კითხვები არ დაუსვამს საჯარო მოხელეებისთვის საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრს მურმან ნაჭყებიას. მისი განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, თუმცა ამბობს, რომ შეფასებისას პოლიტიკური მოტივით არ უხელმძღვანელია და მისი მხრიდან უარყოფითი შეფასება გამგებლების არასათანადო პასუხებმა გამოიწვია. გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ მოსარჩელე მხარის იურსიტები და აღნიშნავენ, რომ მოწმეების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ შეფასების დოკუმენტი საბოლოოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიმუშავა. რაც შეეხება საიას შეკითხვას, რატომ არ დაუჭირეს კომისიის აღნიშნულმა წევრებმა მხარი ამ ორგანიზაციის დასწრებას ატესტაციის პროცესზე, ნაჭყებიამ განმარტა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საია იქნებოდა თუ არა გასაუბრებაზე. წოწერიას თქმით კი, ეს ფაქტი შედეგებზე არავითარ გავლენას არ მოახდენდა. „რაც შეეხება საიას განცხადებას მათი არდასწრების შესახებ, ეს გამორიცხავს მიკერძოებას, რადგან ჩვენ კომისიაში წარმოდგენილი გვყავდა კანონით მოთხოვნილი აუცილებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განმარტა წოწერიამ. რაც შეეხება გასაუბრების პროცესის საჯაროობას, წოწერიამ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, აუდიო ჩაწერა ყოფილიყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 26 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
02:26

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის  გადაწყვეტილება მიიღო
03:02

პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი გან...

საქართველოს პროკურატურა

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ
00:51

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...

Radio Atinati

ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლივად განიხილავს
00:57

ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლ...

Radio Atinati

სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს
01:03

სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...

Radio Atinati

გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს
00:57

გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...

Radio Atinati

სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დაკითხავს
00:55

სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დ...

Radio Atinati

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში
05:22

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო