გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს

04.05.2017 00:57

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მოსმენები დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბოლო მოწმე, საკონკურსო-საატესტაციო კომისის წევრი ბაკურ კვეტენაძე დაიკითხა. ის საჯარო მოხელეების დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად უარჰყოფს და აცხადებს, რომ კომისიამ კონკურსი ობიექტურად და ყველა შესაბამისი კანონის დაცვით, გამჭვირვალედ ჩაატარა. „რაც შეეხება კონკურსზე საიას დასწრებას, თანამშრომლების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მძიმე ემოციურ ფონზე უცხო პირების ატესტაციაზე დასწრება კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას შექმნიდა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო, მსგავსი სურვილი სხვა არასამთავრობოებსაც გამოეთქვათ“, - აღნიშნა სხდომაზე კვეტენაძემ. დღესვე მოსარჩელე მხარის იურისტებმა, საიას ადვოტებმა წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ შორის, იმჟამად თანამდებობეზე მყოფი, ამ ეტაპზე კი გათავისუფლებულების დახასიათებები, რომლებიც ატესტაციამდე მცირე ხნით ადრეა დაწერილი და მათ ხელს მამუკა წოწერია აწერს. დახასიათებებში, საიას მტკიცებით, წერია, რომ აღნიშნული პირები აკმაყოფილებენ დაკავებული თანამდებობის შესაბამის მოთხოვნებს. სხდომაზე პაექრობის ეტაპიც გაიმართა, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ სცადეს, დაესაბუთებინათ საკუთარი მოსაზრებების მართებულობა. საიას ადვოკატები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ და ამბობენ, რომ ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არაპირდაპირი დისკრიმინაციაა. გათავისუფლებულების საქმეზე მოსამართლე ლაურა მიქავა სარეზოლუციო ნაწილს 11 მაისს გამოაცხადებს. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
02:15

ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვ...

Radio Atinati

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
01:46

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ

Radio Atinati

გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა
02:06

გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მ...

Radio Atinati

სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან
00:55

სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...

Radio Atinati

სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დაკითხავს
00:55

სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დ...

Radio Atinati

ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოსმენა დაიწყო
03:30

ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოს...

Radio Atinati

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
01:29

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინ...

Radio Atinati

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა სამართალი
00:44

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...

Radio Atinati

ყველა ვიდეო