ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულები და მათი მხარდამჭერები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, თვითმმართველობებიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამასთან, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის მქონე ტრანსფარანტები უჭირავთ: "შონია სამეგრელოს შავი ჭირია", არა ნეპოტიზმს", "მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება", "მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი" და სხვ. "შონია თავისი მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებაზე არის ორიენტირებული, მას უნდა რომ მორჩილი კადრები ჰყავდეს. თვეში ათას ხუთას ლიტრ ბენზინს ხარჯავს, სად ხარჯავს ამდენს, ხომ არ ტაქსაობს, მთელი თვის განმავლობაში რომ სამეგრელო შემოიარო ამდენს ვერ დახარჯავ" , - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურგენ (გიზო) სართანიამ. აქციაზე ასევე იმყოფება "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფუჭებული მოსავალი მ...
Radio Atinati
დასრულდეს ბანდიტური მმართველობა - ზუგდიდში აქცია დასრულდა (ვ...
Radio Atinati
გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.
odishitv
ზუგდიდში აქცია დროებით დაიშალა
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია ყოფილი გუბერნატორის დასჯას ითხოვს, მომავალს კი...
Radio Atinati
გარემოვაჭრეები მერაბ ქვარაიას შეხვდნენ
Radio Atinati
ენმ: მერია გაჭირვებულების დახმარების ნაცვლად ივანიშვილის ხეე...
Radio Atinati
ანაკლიაში წყალარინების ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდ...
Radio Atinati