ენმ: მერია გაჭირვებულების დახმარების ნაცვლად ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას აფინანსებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმდჯომარის ანა წითლიძის მტკიცებით ადგილობრივმა მერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების ტრანსპორტირებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძე ამბობს, რომ მერიამ ტენდერები მხოლოდ იმ გზების გასაკეთებლად გამოაცხადა, რომელიც ხეებმა დანიშნულების ადგილამდე უნდა გაიარონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიამ იმ 74 შუამდგომლობაზე თქვა უარი, რომლითაც ოპოზიციური ფრაქცია სოციალურად დაუცველების დახმარებას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა. „ზუგდიდის მერიამ არ დააკმაყოფილა 74 შუამდგომლობა, რომელშიც უმწეო, მრავალშვილიანი შშმ პირების დახმარებას ვითხოვდით. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მერიამ მათ დაფინანსებაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ შესაბამისი თანხა არ აქვთ, სამაგიეროდ, გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მილიადელი ივანიშვილის ხეების ტრანსპირტირების საჭირო გზის შეკეთება დააფინანსეს, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, პარალიზებულია მოძროაბა და მოსახლეობა დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე“, - აღნიშნა წითლიძემ. მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ივანილიშვილის ხეების ტრანსპორტირების დაფინანსება და დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. წითლიძის ბრალდებებს იქვე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, რომელმაც თქვა, რომ მთავარი არა პრობლემების აფიშირება და მათზე აპელირება, არამედ ინდეტიფიცირება და მოგვარებაა. „ჩვენ ამ ადამიანებს სახლებს ვუშენებთ და ყველას, ვინც იქნება ასეთი უმწეო, ვეხმარებით, რაც არ ყოფილა 9 წლის მანძილზე. ყველას მიეცემა ადამიანურად ცხოვრების საშუალება“, - დასძინა ფაცაციამ. ზუგდიდის მერიაში კი კომენტარს არ აკეთებენ, წითლიძის ბრალდებებს კი აბსურდულ განცხადებები“ და „სიზმრები“ უწოდეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრი...
Radio Atinati
"ენმ": მერიის ტრანსპორტის სამსახურმა საკრებულოს წევრები შეცდ...
Radio Atinati
ავტომობილების შეკეთება ტროტუარებზე რატომ არ რეაგირებს კანო...
აჭარა ენმ / Adjara unm
ენმ: გუბერნატორი ეცდება კონსტრუქციული გზით მოაგვაროს გარემოვ...
Radio Atinati
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ პარკს ქობულეთის მერია არ უ...
აჭარა ენმ / Adjara unm
ენმ : ყველა ტენდერში საჯარო მოხელეების ახლობლები იმარჯვებენ
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
Radio Atinati
,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლი...
Radio Atinati