,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლიტიზირებული გახდა
ზუგდიდში მე-2 საჯარო სკოლის წინ სატვირთო ავტომობილი, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი შეკრებისთვის სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია მოჰქონდა, პატრულმა 50 ლარით დააჯარიმა. „ენმ"-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანლის ლაშა დამენიას განცხადებით, ქალაქის მერია მათ მიზანმიმართულად უშლის ხელს პარტიული შეკრების ჩატარებაში. „აკრძალულიაო ამ ტერიტორიაზე მანქანის შემოყვანა, მაშინ მაჩვენონ ზუგდიდობის დღესასწაულზე რის საფუძველზე დართეს თავად ნება აქ მანქანების გადაადგილებას. ზუგდიდობის დღესასწაულზეც იყო აქ სცენა მოწყობილი“, - განაცხადა დამენიამ. მისი თქმით, მერიამ მათ რეკომენდაციის წერილი გამოუგზავნა, რის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით მათ ალტერნატიულ ფართს სკეიტ-პარკში სთავაზობენ, თუმცა, დამენის თქმით, პარტია ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. თავის მხრივ, ვიცე-მერი გია გულორდავა პარტიისთვის ხელის შეშლის ფაქტს უარყოფს და ამბობს , რომ "ენმ"-მ მათ განცხადებით 22 სექტემბერს მიმართა. თავდაპირველად ეს დღე კვირა ეგონათ და დათანხმდნენ მეორე სკოლის წინ შეკრების ჩატარებას, მაგრამ ვინაიდან ორშაბათ დღეს დაემთხვა, გასცეს რეკომენდაცია, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა. რაც შეეხება დაჯარიმებას, ვიცე-მერის განცხადებით, ეს მერიის კომპეტენციაში არ შედის. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...
Radio Atinati
„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედე...
Radio Atinati
ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ქუთაისში მოქალაქ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ
Radio Atinati
ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო
Radio Atinati
ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასები...
netgazeti ge