„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედებას უწოდებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების საკითხის განხილვამ. ცნობილი გახდა, რომ თაბუკაშვილის, კიკალიშვილისა და ლაღიძის ქუჩებს საერთო სახელი დაუბრუნდება და კვლავ რევაზ (რეზო) თაბუკაშვილის სახელობის იქნება. რაც შეეხება ამჟამინდელ ქობალიას ქუჩას, მას ისევ რევაზ ლაღიძის სახელი დაერქმევა. აღნიშნული ფაქტი ფრაქცია „ენმ“-ს წევრებმა გააპროტესტეს. ანი წითლიძის თქმით, ქუჩებზე მცხოვრებთა ხელმოწერების ნაწილი სწორი არ იყო. ასევე, ქობალიას ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ არ ეცნობა. მისივე განმარტებით, საკრებულოზე ეს საკითხი პროცედურული დარღვევებით გავიდა. „აქ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივს და ამაში პირდაპირ იყო გარეული ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომელიც თვითონ დადიოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან მამუკა ციმინტიასთან ერთად და კატეგორიულად ითხოვდა საკრებულოსგან, რომ შეცვლილიყო ქუჩის სახელწოდება. ეს არის პოლიტიკური შურისძიება ალიკა ქობალიას მიმართ, რადგან ის „ენმ“-ის აქტიური მხარდამჭერია“, - განაცხადა წითლიძემ. საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა კი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მოსახლეთა წერილების საფუძველზე დაიწყო, რაც შეეხება ხელმოწერების ნამდვილობას, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. „შესაბამისმა კომისიამ იმუშავა სამთავრობო სახელდების კომისიასთან კონსულტაციებით, წერილების გაგზავნით, დასკვნების საფუძველზე, ყველანაირი იურიდიული პროცედურა დაცულია“, - აღნიშნა ქოჩუამ. ფრაქცია "ენმ"-ს გარდა, საკრებულოს სხვა წევრებმა, ქუჩების სახელდების საკითხს მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ითქვა, რომ საკრებულოს ნებისმიერ წევრს შეუძლია წამოაყენოს ინიციატივა სახელდების შესახებ და კომისია ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
Radio Atinati
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარ...
Radio Atinati
ზუგდიდში „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს რეგიონული წევრები აირჩიეს
Radio Atinati
ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე ზუგდიდიდან მხარდამჭერთა კ...
Radio Atinati
ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...
Radio Atinati
ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ქუთაისში მოქალაქ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi