ზუგდიდში „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს რეგიონული წევრები აირჩიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში დელეგატებმა პოლიტსაბჭოს 8 წევრი აირჩიეს. წარმომადგენლები პარტიაში სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტს ეყოლება. ზუგდიდიდან პოლიტსაბჭოში ლევან კონჯარია და ალექსანდრე ქობალია იქნებიან, მარტვილს ზაალ გოროზია წარმოადგენს, ხობს - ია ჯიშკარიანი, ჩხოროწყუს - რამაზ გულუა, წალენჯიხას - ავთანდილ გაბელია, ფოთს - დარეჯან ცქვიტარია, სენაკს კი - ლაშა კუჭავა. პარტიის წევრების თქმით, დაპირისპირება, რომელიც „ენმ“-ის დელეგატებს შორის სხდომის დაწყებისას მოხდა, პდემოკრატიის ნიშანია, რადგან ჯანსაღი კამათის შემდეგ პარტიის სასარგებლოდ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. „ერთი მხრივ, ეს ცოცხალი პროცესია, როდესაც პოლიტიკური დუღილია პარტიაში, მეორე მხრივ კი, როცა ემოციები სჭარბობს და დაპირისპირებამდე მიდის საქმე, ეს არ გვსიამოვნებს. დღეს კი ყველაფერი მშვიდობიანად და დემოკრატიული არჩევნებით დასრულდა“, - აღნიშა „ენმ“-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა. ანა წითლიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამეგრელოში პოლიტსაბჭოს წევრთა არჩევამ ვნებათაღელვა გამოიწვია, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამეგრელოს კვოტა 2-ით გაზრდილიყო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ სკაიპ-კონფერენციით პარტიის წარმომადგენლებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და არჩეულ კანდიდატებს პოლიტსაბჭოს წევრობა მიულოცა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრების არჩევამდე ხმაური და დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, აქ თბილისიდან პარტიის ლიდერები: ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, სამირა ისმაილოვა და ხატია დეკანოიძე ჩამოვიდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას...
Radio Atinati
ზუგდიდში ენმ-ის ოფისში ხმაურია
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...
Radio Atinati
ენმ-ის ყოფილი აქტივისტი ანი წითლიძეს უჩივის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასრულდეს ბანდიტური მმართველობა - ზუგდიდში აქცია დასრულდა (ვ...
Radio Atinati
ენმ: გიორგი გახარია ხალხის ნაცვლად კანონიერ ქურდებს ჩაეხუტა
Radio Atinati
,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლი...
Radio Atinati