გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ

18.04.2019 02:16

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათ 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. სხდომის დასრულების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი დაკავებიდან დაწყებული პროცესი „ფარსია“ და მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსახურება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: