ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

25.12.2019 02:47

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. ეს გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შეიმუშავეს კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც სია დაკომპლექტდება. გარდა მსხვერპლებისა, მათი განცხადებით, მოხდება ე. წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: